აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, შეერთებული შტატები მომავალ კვირაში ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებს დაიწყებს.
ტრამპის თქმით, მომავალ კვირაში ვითარება მათთვის კიდევ უფრო დამძიმდება.
„ხვალ ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამითაც გავაგრძელებთ, ხოლო მომავალ კვირაში ვითარება მათთვის კიდევ უფრო დამძიმდება. სამიზნე გახდება ელექტროსადგურები და ხიდები. მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებს გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდებიან", - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპის თქმით, აშშ-ის განმეორებითი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა და ოპერაციები გაგრძელდება „მანამდე, ვიდრე მე არ ვიტყვი, რომ საკმარისია“.
ტრამპის თქმით, აშშ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ „ძალიან ფრთხილად მოქმედებს“, თუმცა აღნიშნა:
„მაგრამ მე ვუთხარი: უმჯობესია, შეთანხმებას დათანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენგან აღარაფერი დარჩება.“