სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგილი აშშ-ის სენატში მისმა უმცროსმა დამ, დარლინ გრემ ნორდონმა, დაიკავა.
ამის შესახებ Fox News იუწყება.
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა, ნორდონის დანიშვნის შესახებ ორშაბათს, 13 ივლისს, განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ლინდსი გრემის უმცროს დას, დარლინ გრემს, ვთხოვო, მისი საქმე გააგრძელოს,“ - განაცხადა მაკმასტერმა.
მაკმასტერი, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, ნორდონის დანიშვნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სენატორი ლინდსი გრემი, აორტის დისექციით მოულოდნელად გარდაიცვალა. განცხადება გრემის გარდაცვალებიდან 48 საათზე ნაკლებ დროში გაკეთდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კაროლინის გუბერნატორს რეკომენდაცია მისცა, გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის, ადგილი აშშ-ის სენატში მის დას დაეკავებინა.
ლინდსი გრემი 11 ივლისს, 71 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ოფისის ინფორმაციით, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზი აორტის დისექცია გახდა.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რომლის ინიციატორი ლინდსი გრემი იყო.