გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.
წუხელ, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალს და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.