ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მივიდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, ანუტინ ჩარნვირაკული. მისი განცხადებით, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.