ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო ნამდვილი დამცველი თავისუფლებისა და იმ ღირებულებებისა, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან სამძიმარი გამოუცხადა გრემის ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც მასთან ერთად მუშაობის პატივი ჰქონდა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან წლების განმავლობაში ის ათჯერ იმყოფებოდა უკრაინაში და იმ დროს იყო აქ, ჩვენს ხალხთან ერთად, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვიყავით, რომელიც მომენატრება. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, გრემი ბოლო კვირების განმავლობაში მუშაობდა მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა მშვიდობის დაახლოებას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე.
„ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერებით დავიმახსოვრებთ მის სიტყვებს ჩვენი ხალხისა და უკრაინის დამცველთა სიმამაცის მიმართ. ამერიკამ და მსოფლიომ მტკიცე ლიდერი დაკარგა“, - დაწერა ზელენსკიმ.
სენატორი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 71 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. 10 ივლისს სენატორი უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.