ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მამის, ალი ხამენეის სიკვდილისთვის შურისძიებითა დაიმუქრა.
ამის შესახებ Politico წერს.
გავრცელებულ განცხადებაში ირანის რეჟიმის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ტრამპზე შურს იძიებს.
„ვფიცავთ, შურს ვიძიებთ თქვენი წმინდა სისხლისა და ყველა მოწამის სისხლისთვის. ამას ჩვენი ხალხი მოითხოვს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს,“ - განაცხადა მან.
მოჯთაბა ხამენეი ირანის სულიერი ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც მისი მამა, ალი ხამენეი, 28 თებერვალს ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.
ამასთან, ახალი ლიდერი უკვე რამდენიმე თვეა საჯაროდ არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ის აღნიშნული თავდასხმის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმედ დაიჭრა და შესაძლოა, ფიზიკური დაზიანებებიც ჰქონდეს.