ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ლაგოდეხის სერვის-ცენტრის მონტიორს 38 წლის ნუკრი არევაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
როგორც "ჰერეთი ნიუსი" იუწყება, ნუკრი არევაძე ქალაქ ლაგოდეხში ცხოვრობდა.
შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ნუკრი არვაძე უამინდობის გამო დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა. ნუკრი არავაძესთან ერთად გარდაცვლილია სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ავთო აბრამოვი.
როგორც ენერგოდისტრიბუციაში განაცხადეს, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უბედური შემთხვევის მიზეზებს შეისწავლის.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.