უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც, მისი თქმით, საკმაოდ სწრაფად ვითარდება.
„მსურს მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს და მადლობა გადავუხადო თურქეთს. ჩვენ მართლაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ შეიძლება, დეტალების გარეშე, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მივიწევთ წინ. მადლობას ვუხდი ლიდერებს და მადლობას ვუხდი ამ ქვეყნებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომელიც თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა.