გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters წერს.
გარდაცვალების უმეტესობა ივნისის ბოლოს დაფიქსირდა, როდესაც კვირის საშუალო ტემპერატურა 20°C-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
გარდაცვლილთა უმრავლესობა - დაახლოებით 4 270 ადამიანი 75 წლისა და უფროსი ასაკის იყო.
27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა.