იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული რვა რაკეტა მოიგერია, რომლებიც ქვეყნის მიმართულებით მიფრინავდნენ.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა რაკეტა „განეიტრალდა და შესაბამისი ზომები იქნა მიღებული“.
ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არც მსხვერპლი და არც მატერიალური ზიანი არ დაფიქსირებულა.
„იორდანიის მამაცი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რათა სამეფოს წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფადმ“ - დაწერა X-ზე იორდანიის მთავრობის პრესსპიკერმა, მოჰამად ალ-მომანიმ.
ინციდენტთან დაკავშირებით გაფრთხილება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც. დიპლომატიურმა მისიამ განაცხადა, რომ ვითარებას აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
იორდანიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი და ავიაციაა განთავსებული.