უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოქლის დასახლება ნოვოხატსკე რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის 37-ე ცალკეულმა საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ განაცხადა.
„37-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის სამხედროებისა და 79-ე ცალკეული ტავრიის საჰაერო-სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მებრძოლების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, დონეცკის ოლქის დასახლება ნოვოხატსკე სრულად გაიწმინდა რუსი ოკუპანტებისგან.
ნაბიჯ-ნაბიჯ, მიუხედავად მტრის წინააღმდეგობისა და ტერიტორიის ინტენსიური დანაღმვისა, საზღვაო ქვეითებმა და მედესანტეებმა დასახული ამოცანა შეასრულეს. მტერი პოზიციებიდან განდევნეს, მან დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია“, - ნათქვამია განცხადებაში.