ანკარაში გამართული მოკლე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა განცხადება, რომელიც მან მანამდე უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რომლის თანახმად, უნგრეთი მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აგრესორად და დამნაშავედ მიიჩნევს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.
ამასთან, მადიარმა უკრაინის ლიდერთან საღამოს გამართული მოლაპარაკებების დეტალებიც გაამხილა.
„გუშინ, სამიტის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, პრეზიდენტ ზელენსკისთან ხანმოკლე საუბარი მქონდა“, - განაცხადა მან.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება არსებობს.
„შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით ან ბუდაპეშტში, ან კიევში, შემდეგ კი ერთად წავალთ ზაკარპატიაში, ბერეგოვოში“, - განაცხადა მან.