გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში მდებარე წერეთლის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.
არხი ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან გაიწმინდა, რის შედეგადაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და 150 ჰექტარ მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
სარწყავი წყლის დროული და ეფექტიანი მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, სასოფლო-სამეურნეო კულტურები შეუფერხებლად მორწყან. კომპანია, წყალმომარაგების სისტემების ეფექტიანი მუშაობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საიმედო წყალუზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.