ოკუპირებული აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ე.წ. სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ "საჰაერო თავდაცვის ძალები" და "შეიარაღებული ძალების მორიგე დანაყოფები".
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ღია სივრცეები, გააფრთხილონ გარშემომყოფები საფრთხის შესახებ, არ დარჩნენ დრონების პირდაპირი ხილვის ზონაში და არ სცადონ მათი დამოუკიდებლად ჩამოგდება.