საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.
გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს