დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის დროს, მოზარდები ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, დამატებითი კვლევებისათვის იგეგმება მოზარდების კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაყვანა.