დღეს დილით ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომელსაც გავეცანით. გარკვეული ცვლილებები არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა ანი ქავთარაძემ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.
ქავთარაძის თქმით, სამკურნალო პროტოკოლი მას შემდეგ გაიწერება, რაც დღეს საღამოს ექიმთა კონსიულიუმთან შეხვედრა გაიმართება. სწორედ ექიმთა კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს ახლა, სჭირდება თუ არა პატიმრობაში მყოფ ქალ პოლიტიკოსს კიდევ დამატებითი კვლევები.
"ჩატარდა რუტინული, ძალიან საბაზისო კვლევა, რომელსაც გავეცანით. გარკვეული ცვლილებები არის კვლევებში, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. როგორც გითხარით დღეს ღამით შედგება კონსილიუმი იმ ექიმებთან, რომლებიც არიან სხვადასხვა ვიწრო პროფილის მქონე - იმისთვის, რომ მივიღოთ მათგან დამატებითი რეკომენდაციები უკვე სხვადასხა რადიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება და მათ შეიძლება ჩათვალონსაჭირონ სხვა კვლევები. ამიტომ არ გადაგვიწვეტია, რომ მაგალითად დღესვე რომ დაგვეწყო რადიოლოგიური კვლევა.
ამ კონსილიუმის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე ორგანიზებას რადიოლოგიური კვლევის ჩატარები და საბოლოოდ შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება მანამ, სანამ დაიწყება უშუალდო მკურნალობის პროცესი.
კონსილიუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, რომლებსაც აქვთ მრავალწიანი განმოცდილება აშშ-ში და ახლა იქ იმყოფებიან.
ელენე არის მხნედ, მისი გზავნილი არის ბრძოლის გაგრძელება, არდანებება, ართანამშრომლობა რეჟიმთან და მისვლა გამარჯვებამდე. მას თავსისი პირადი ბრძოლა აქვს და დარწმუნებულია რომ აქც გაიმარჯვებს ისევე როგორც რეჟიმტან ბრძოლაში", - განაცხადა ანი ქავთარაძემ.