თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე კი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდება - გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძენ "ტვ პირველს" განუცხადა, რომ მოსამართლემ მსჯავრდებულები კვლავ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა.
მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიუსაჯა. მათ პენიტენციური დაწესებულების დატოვება აგვისტოში უწევდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.