„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე კაცობრიობის ისტორიაში ამხელა წარმოდგენა არ მექნებოდა, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, არ გაჩერებულან არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს“ და მის ლიდერებს თავს არ დაესხან.
„ამასთან დაკავშირებით უკვე გითხარით, რომ ჩვენ რეაგირება არ გვექნება, რომ არავის არაფერი ვათქმევინოთ. არ ვიცი, ვინ რა დააზიანა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე კაცობრიობის ისტორიაში ამხელა წარმოდგენა არ მექნებოდა. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არის მოტივირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს – ამ ყველაფერს თავადაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.