დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში დაკარგული 16 წლის ევგენია ადუაშვილი გუშინ სამართალდამცავებმა მოკლული იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ევგენია ადუაშვილი 17 წლის ჯონი იასაღაშვილმა მოკლა.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გარდაცვლილი მისი ჩვენების საფუძველზე დმანისის ერთ-ერთ მიტოვებულ საწარმოში, საკანალიზაციო ჭაში ყელგამოჭრილი იპოვეს.
ევგენია ადუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ის სახლიდან 11 თებერვალს, ქალაქ დმანისში კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაკარგული იყო.