ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრიკაზა“, „სტრიკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის სრულიად უინტერესოა მმართველი გუნდისთვის.
„ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“. „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად უინტერესოა ეს ადამიანი ჩვენთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისათვის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" რეალურად შექმნილია, რუსეთის გეგმით.
"ოცნება რეალურად შექმნილია, რუსეთის გეგმით, როგორც ჩანს. შეიძლება, ეს პირველივე დღიდან ვერ დავიონახეთ. მე პირადად შემიძლია, ჩემზე ვთქვა, ბ ევრმა ვერ დაინახა. ვიღაც დღეს იჩემებს, რომ მე პირველივე დღიდან ვიცოდი, მაგრამ ეს არ ჩანდა დიდხანს სანამ "ოცნება" რჩებოდა ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, სანამ მისი პრიორიტეტი შეცვლილი არ იყო, სანამ ცდილობდა შეესრულებინა რეკომენდაციები. მაგარმ რაღაც მომენტში დადგა დრო, როცა რუსეთმა გააძლიერა თავისი ზეწოლა ამ ჯგუფზე, გუნდზე და მოითხოვა მიეღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც მოლაპარაკებების შეწყვეტას გულისხმობს", - თქვა ზურაბიშვილმა.