იმერეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მცხოვრები 1966 წელს დაბადებული გელა გერაძე დააკავეს.
ბრალდებული 7იანვარს გაქურდვის მიზნით შეიჭრა მეზობლის ანზორ ლაღიძის საცხოვრებელი ბინის ეზოში მდებარე ავტოფარეხში, საიდანაც ფარულად დაეუფლა 1 600 დოლარს და სამას გრამამდე ოქროს სამკაულებს.
გელა გერაძე იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლება საკუთარი საცხოვრებელი სახლში დააკავეს. დაკავებული აღიარების მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიების შედეგად ამოღებული ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც ითვალისწინებს ოთხიდან რვაწლამდე თავისუფლების აღკვეთას.