დღეს, 20 თებერვალს, 13:00 საათიდან გუდაურში (ე.წ მეორე ტრასაზე) Silk SKI-ს შეჯიბრი გაიმართება. ერთმანეთს 4 ათკაციანი გუნდი დაუპირისპირდება: თეთრი დათვები, ლომები, მგლები და ლეოპარდები. თითოეულ გუნდს თავისი კაპიტანი ეყოლება.
ამ კვირის შეჯიბრის მონაწილეების ვინაობა უკვე ცნობილია. თეთრი დათვების გუნდს კოტე ქადაგიძე უხელმძღვანელებს, მგლებს-სანდრო ნიჟარაძე, ლეოპარდებს-რეზი პეტრიაშვილი, ხოლო ლომების კაპიტანი შოთიკო ბრელიძე იქნება.
შეჯიბრის ბოლოს დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები. გუნდი, რომელიც ყველაზე კარგად აყვება სილქის სიჩქარეს, კომპანია „სილქნეტის" და „სარაჯიშვილის" მეირ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება. ტურნირს ცნობილი მოთხილამურე და ამავდროულად „სილქნეტის" თანამშრომელი - ირაკლი ჭირაქაძე წაიყვანს, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე Dj Rembo იზრუნებს. სპეციალურად შილკ SKI-ს ღონისძიებისთვის მზადდება ყინულის ბარი, სადაც შეჯიბრის სტუმრებს და მონაწილეებს ალკოჰოლური სასმელებით გაუმასპინძლდებიან.
Silk SKI-კომპანია „სილქნეტის" ზამთრის პრომო აქციაა, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. 20 თებერვლის შემდეგ, შეჯიბრი 6 მარტს გაიმართება. შილკ შKI გრადუსში შILK Day Time Party-ც გაიმართება.