ბათუმში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე ენერგეტიკულ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და თურქული კომპანიის „ოპტიმუმ ენერჯი" შორის ურთიერთგაგების მემორამდუმი გაფორმდა, რომელიც მდინარე ფარავანზე, არაკალზე, აბულსა და ახალქალაქზე ჯამური სიმძლავრით 45 მგვტ-იანი ჰესების მშენებლობას ითვალისწინებს.
დღესვე, 154-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის „ბათუმი-მურაკლი" მშენებლობასთან დაკავშირებით სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი „სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიასა" და თურქული კომპანიის „თეია" წარმომადგენლებმა მოაწერეს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და თანერ ილდიზმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტები განიხილეს და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.