ელბრუსზე საბაგირო გზა ააფეთქეს.
ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორების შესახებ კომენტარი ამ დროდე არ კეთდება.
საბაგირო გზის სიგრძე 1 740 მეტრია და მისი გამტარუნარიანობა ერთ საათში 2 400 ადამიანს შეადგენს.