უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის ინიციატივით.უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების შესახებ პუნქტი ევროკავშირის სამიტის საბოლოო დეკლარაციიდან ამოიღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი განცხადებით, ოთხსაათიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა შეძლეს ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პირველი პუნქტის შეთანხმებით დასრულება.
როგორც მან აღნიშნა, სამიტის საბოლოო დოკუმენტში უკრაინის შესახებ დარჩა მხოლოდ ის ტექსტი, რომელიც წლების წინ უკვე კონსენსუსით იყო შეთანხმებული. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში დეკლარაცია მნიშვნელოვნად გადამუშავდა უნგრეთის წინადადებების საფუძველზე.
„დასკვნით დოკუმენტში, უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის ტექსტი შევიდა, რომელიც კონსენსუსით უკვე წლების წინ იქნა მიღებული. რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობისას, დეკლარაცია უნგრეთის წინადადების საფუძველზე მნიშვნელოვნად დაიხვეწა. გარდა ამისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო“, - წერს მადიარი.
მისივე თქმით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, მიეღოთ ყველა წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი დასკვნითი დეკლარაცია.