"ეკონომიკური რეფორმების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად რუსეთმა სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს", - ამის შესახებ კრასნოაიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.
კუდრინი მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელს გახდის ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაგნაციამდე არ მივიდეს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი უკვე დაზარალდა სუსტი ხელისუფლების, კანონის უზენაესობის და ნავთობსა და გაზე ეკონომიკის ზედმეტად ძლიერი დამოკიდებულებით.
ამასთან, ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
"მხოლოდ თავისუფალი არჩევნები მისცემს ხელისუფლებას ნდომის მანდატს, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ეკონომიკური რეფორმების ჩატარებას. მოსახლეობის პოლიტიკური ნდობის გარეშე ჩვენ ამ რეფორმებს ვერ ჩავატარებთ", - განაცხადა კუდრინმა და დასძინა რომ "იმის ნაცვლად, რომ დავიცვათ კანონი, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს, შესაბამისად გვაქვს მართვის ძალიან სუსტი სისტემა".