ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - ასე მიმართა ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა პატრიარქ შიო მესამეს იმ დროს, როდესაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი მას სასამართლოდან აძევებდა.
მაშინ, როცა საბადრაგო სამსახურს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, ელისაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს.
"ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - განაცხადა ელისაშვილმა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ადვოკატმა მოსამართლეს ჰკითხა, თუ რის გამო გააძევა ელისაშვილი.
„რაც მაგან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, არც ერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია", - განაცხადა მოსამართლე გელაშვილმა, რაზეც ადვოკატმა მას კვლავ კითხვა დაუსვა.
„მაცადეთ კითხვის დასმა, თქვენი ჭირიმეო, რომ თქვა, ამის გამო აძევებთ?" - განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არამხოლოდ".
იქამდე კიდევ ერთ მიცემულ შენიშვნაზე კი ელისაშვილმა მოსამართლეს უთხრა - „გამისკდა გული, ისე შემეშინდა“. [IPN]
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.