ესპანელი ჟურნალისტის, ირატი პრატის ინფორმაციით, ილია თოფურია კარგადაა და მას ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება.
„კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა. ისვენებს. ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მან ღამე გაატარა, ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგების მოლოდინში, დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო. დასვენების დრო და სულ ესაა. ეს არის ის, რაც მათ მითხრეს“, - წერს ჟურნალისტი.