თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.