ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც.
პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც.
გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო.
ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო.
და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს თოფურია.
მანამდე, ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.
გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.
გამოცემა წერს, რომ ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.