ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ შესაძლოა, თვალბუდის ძვალი ჰქონდეს ჩამტვრეული, - ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მატადორის” ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ილია სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დრო აიღოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება.
“გეიჯის ხელიც არ ჰქონდა აწეული, ილია ოქტაგონიდან რომ გამოვიყვანეთ და პირდაპირ საავადმყოფოში წავიყვანეთ.
ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ. [ილია] ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დრო აიღოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება. დღევანდელი საღამო მისთვის მძიმე იყო. ერთადერთი, რაც მინდა, რომ ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს... მის შემდეგ ბრძოლაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს," - განაცხადა დანა უაითმა.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.
ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და მას 4 000 მაყურებელთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.
ილია თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 17 გამარჯვება და ერთი, დღევანდელი მარცხია.
წყარო: BETSSON.SPORT