არ გამოვრიცხავ, რომ ხელბორკილები დამადონ, წავალ, რა მოხდა? თავად გადაწყვიტონ, სად უფრო საჭირო ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად იყო საკუთარი პოზიცია სასამართლოსთვის წარედგინა, თუმცა, პროცესი გადაიდო და შესაბამისად, ვერ მოახერხა სიტყვის თქმის უფლებით ესარგებლა.
"მომზადებული ვიყავი, რომ უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა ყველაფერი, რაც იყო რეალობა, მაგრამ ვერ მოასწრეს და ალბათ 19-ში დამთავრდება. 80-იან წლებში, მე ვარ პირველი რეანიმატოლოგი, რომელმაც ბაქოს ქუჩაზე რეანიმაცია გააკეთა, სულ ახალგააზრდა ვიყავი, პატარა. მე ვარ მებრძოლი კაცი, თუ ვინმეს სული უდგას, ბოლომდე უნდა იბრძოლო ყველაფრისთვის. ვინც შეწყალებაზე წავიდა, ღმერთმა გაუმარჯოს, კარგი გოგო-ბიჭები არიან, იმათმა ისე ჩათვალეს და გამოვიდნენ გარეთ. მე ესე ვთვლი, რომ ბოდიში რაზე უნდა მოვიხადო, ამიხსენით კარგად.
არ გამოვრიცხავ, რომ ხელბორკილები დამადონ, წავალ, რა მოხდა? თავად გადაწყვიტონ, სად უფრო საჭირო ვარ, ჩემთვის და ჩემი ოჯახის გამო კი არა, საზოგადოებისთვის. იქაც [ციხეშიც] საჭირო ვიქნები და იქიდან დავიწყებ უფასო კონსულტაციებს“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა", - განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.