ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. დაწყებულია გამოძიება.