ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარი დგას უკანონოდ, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, სომხეთში დგას სომხეთისვე თანხმობით. რაც შეეხება საფრთხეს, ბუნებრივია, უმთავრესი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ რუსეთი, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ლადო ბოჟაძემ "ტვ პირველს" ganucxada.
"სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიას და ევროკავშირის ნაწილ ქვეყნებს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთს, აქვს მცდელობა, რომ ჩვენ ჩავერთოთ ღიად ამ ომში და დაპირისპირებაში, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, რაზეც ჩვენ ვამბობთ უარს. რაც შეეხება რუსეთის ჯარს, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარი დგას უკანონოდ, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, სომხეთში დგას სომხეთისვე თანხმობით. რაც შეეხება საფრთხეს, ბუნებრივია, უმთავრესი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ რუსეთი", - თქვა ბოჟაძემ.
ჟურნალისტი: სომხეთისთვისაც მთავარი საფრთხე რუსეთია, ამიტომ ირჩევენ ევროკავშირს.
"აირჩიონ მერე (სომხეთმა ევროკავშირი), ვინ დაუშალათ? სომხეთზე ადრე ავირჩიეთ ევროკავშირიც და ნატოს წევრობაც. სომხეთზე წინ ვართ ჩენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეც და ნატოსკენ მიმავალ გზაზეც. სომხეთი დღესაც არის დსთ-ს წევრი, დღესც არის უსაფრთხოების ერთიანი სისტემის წევრი, ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ დსთ-ს წევრები და უსაფრთხოების წევრები სომხეთისგან განსხვავებით. ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა და სომხეთს არ აქვს და ა.შ. ასე რომ, რაც მეტი სახელმწიფო დაინტერსდება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებით, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება ჩვენთვისაც მათ შორის," - განაცხადა ბოჟაძემ.