საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირევლი გოლი 52-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე გამართავს – 25 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
ფოტო: ეროვნული ნაკრები