საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა.
აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ ჩაატარებს.