სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ხელმძღვანელობდა. სხდომის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების გეგმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრობიომრავალფეროვნების დაცვის, გენეტიკური რესურსების შენარჩუნების, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, ქართული ვაზის უნიკალური კოლექცია და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ამსახველი საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღებული შედეგები და წარმოებული ნიმუშები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ეწვია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის კვლევით ბაზას, სადაც დაათვალიერა ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები და გაეცნო სხვადასხვა კულტურაზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ქსოვილის კულტურის (In-Vitro), ნიადაგის ნაყოფიერების კვლევისა და სერტიფიცირების ლაბორატორიები, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე კვლევითი შესაძლებლობების, მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეცნიერებისა და აგრარული სფეროს მიმართ ინტერესის გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებასა და მომავალი თაობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აგრარული სექტორის