მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას დაუსვეს კითხვა, თუ ჰქონდა მას ინფორმაცია, რატომ არ ესწრებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩები.
კირცხალიას თქმით, მან არ იცის გაეგზავნათ თუ არა გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებს მოსაწვევები.
„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. მზად ვართ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ პარიტეტულ საწყისებზე. საორგანიზაციო საკითხებში ნამდვილად არ ვარ ჩართული. მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს. ამას გულწრფელად გეუბნებით და სრული ობიექტურობით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი და ეს ადამიანები გასცდნენ არა მხოლოდ დიპლომატიურ ღირებულებებს, ვენის კონვენციას, არა მხოლოდ ფეხქვეშ გათელეს მასპინძელი ქვეყნის ღირსება და ყველაფერი, რაც მათ ვენის კონვენციით აქვთ დაკისრებულ, არამედ პირდაპირ და ღია შეურაცხყოფაზე გადადიან და წლებია გამოდიან ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. მე რომ მეხებოდეს, კონკრეტულად, ირაკლი კირცხალიას, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს და არც ნებისმიერი იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც გამოდის და ღიად ამბობს, რომ თურმე საწვავის ფასი თუ არის თავის ქვეყანაში 5-ჯერ გაზრდილი და თავის მოსახლეობა ვერ ასხამს საწვავს, საქართველოც უნდა იტანჯებოდეს მათთან ერთად. და აქ თუ შევინარჩუნეთ ეკონომიკური მაჩვენებლები, არა! თურმე ჩვენი ქვეყანაც უნდა იტანჯებოდეს მათსავით. როგორ ვაღიარო, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს ღირსეულ ინტერესებს ღირსეულიო პარტნიორი ქვეყნის [IPN]“, - განაცხადა კირცხალიამ.