პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი სტანდარტია, - ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი სტანდარტია. ამ სტანდარტით ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პოლიტიკოსის ციხეში გამომწყვდევაა შესაძლებელი. თუმცა, ქვეყანაში, სადაც მდინარაძე აანონსებს, რომ „ფეისბუქის“ სტატუსების გამო შეიძლება გამოამწყვდიონ ადამიანები და ტროტუარზე დგომის გამო უკვე ამწყვდევენ ადამიანებს ციხეებში (მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი გუშინ დააკავეს სწორედ ამის გამო 3 დღით), გასაკვირი და მოულოდნელი თავისთავად, ვერაფერი იქნება, ვერც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში და ვერც პოლიტიკურად მოტივირებული სხვა საქმეებში. მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მწყობრი, დაუღალავი ბრძოლა ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ, დავიხსნათ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები და ისეთი სასამართლო დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც აღარასდროს, არც ერთ პოლიტიკურ განაჩენს აღარ გამოიტანს",- განაცხადა ბოკუჩავამ.