უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცახადა, რომ ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას აცნობა, რომ პუდაპეშტმა უკრაინულ მხარესთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის სამართლებრივი უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
"დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, სატელეფონო საუბრისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ვაცნობე, რომ უკრაინულ მხარესთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები დავიწყეთ, რათა ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის სამართლებრივი უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტისთვის მკაფიო იყო - ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა გადაიდგას უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებების პატივისცემით", - განაცხადა კოშტამ.