გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპითან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ ირანი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჰორმუზის სრუტე გახსნას.
მერცის განცხადებით, ასევე დაუშვებელია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ფლობდეს.
„ასევე განვიხილეთ უკრაინაში ვიტარების მშვიდობიანი დარეგულირება და ანკარაშო ნატო-ს სამიტის წინ ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. აშშ და გერმანია ძლიერი პარტნიორები არიან ძლიერ ნატო-ში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.