იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა.
„ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს. როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია. უპრინციპობა უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა. ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ.