ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმისთვის სამართალდამცველების დაკავებას.
მისი თქმით, დაუსჯელი არ დარჩება ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა.
"გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კონრეკტულ პირებზე ძალადობაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას, ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდაცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როცა სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერის სტანდარტის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს, ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა, სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო, გუშინდელი ფაქტი. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ სახელმწიფოს რეეაგირება აუცილებელია"- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა.