რუსეთმა უკრაინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, -,ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოცციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, რუსეთის თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
"მოსკოვმა კვლავ უგულებელყო სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთებული რეალური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
ეს აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე და 9 მაისთან დაკავშირებულ მის „სიცრუის“ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან. ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, მხოლოდ სამხედრო "აღლუმები" ადარდებს, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე', -წერს სიბიჰა.
მისი თქმით, რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა უფრო მეტად უნდა გაიზარდოს - ახალი სანქციებით, იზოლაციით, რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებითა და უკრაინის მრავალმხრივი მხარდაჭერის გაძლიერებით.