სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი პირველი ევროკავშირ-სომხეთის სამიტი დიპლომატიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მომენტია და მადლობას ვუხდი სომხეთს ერევანში მასპინძლობისთვის.
სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია.
დღეს ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირები დავამყარეთ ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს სომეხ ხალხს საკუთარი ბედის არჩევაში, მათ შორის, საგარეო ჩარევის წინააღმდეგობის გაწევისა და მდგრადობის გაძლიერების ახალი მისიით", - წერს კალასი.