ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთი დღეს ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.
ერევანში მიმდინარე სომხეთ–ევროკავშირის პირველ სამიტზე მან მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთი ისტორიულადაც და მომავალის თვალსაზრისითაც ევროპასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე და განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს უმოკლეს გზას კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიასთან და განაცხადა, რომ ადრე ეს მარშრუტი დახურული იყო, თუმცა სპმხეთის გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად ვითარება შეიცვალა.
მისი თქმით, ამით სომხეთს შეუძლია რეგიონული ცენტრისა და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბის როლი შეასრულოს, ხოლო ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს როგორც სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას, ისე ქვეყნის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციას.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია განსხვავებულია. მისი თქმით, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს.