სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე დასასწრებად მისულ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.
ევროპული საბჭოს პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დაკავშირებადობის საკითხებზე.
ასევე განხილული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებ
მოგვიანებით, მხარეები დოკუმენტებს გააფორმებენ და მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.