ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, გაუმართლებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
"ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაუმართლებელი და მიუღებელია.
როგორც კონფლიქტის დაწყების დღიდან, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას საამიროებში და რეგიონში, მათი ტერიტორიის დასაცავად.
მიმდინარე კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ hორმუზის სრუტის თავისუფალი ნავიგაციის აღდგენით და ძლიერი შეთანხმებით არის შესაძლებელი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებისათვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს - განსაკუთრებით ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული დესტაბილიზაციის მიმართულებებით", - წერს მაკრონი.