ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, 4 მაისის მდგომარეობით უკრაინას არ მიუღია არანაირი ოფიციალური მიმართვა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ფორმატთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თარიღის წლისთავის ზეიმი.
„ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან. ამ დრომდე შესაძლებელია რეალურად უზრუნველყოფილ იქნას სიჩუმის დამყარება. ჩვენ ვიმოქმედებთ სარკისებურად, ამ მომენტიდან,“ - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას, გადადგას რეალური ნაბიჯები მათ მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად. მისი თქმით, მოსკოვში აღლუმის ჩატარება, როგორც თავად რუსეთის მხარეც აღნიშნავს, ახლა დამოკიდებულია უკრაინის კეთილ ნებაზე.
„აღნიშნული მომენტიდან ჩვენ ორმხრივი პრინციპით ვიმოქმედებთ. დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.